musicas.mus.br

Letras de músicas - letra de música - letra da música - letras e cifras - letras traduzidas - letra traduzida - lyrics - paroles - lyric - canciones - DEAD DESIRES - ENNUI - música e letra

Utilize o abecedário abaixo para abrir as páginas de letras dos artistas

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Dead Desires letra


დარჩა სიხარულის მხოლოდ მოგონება
და ჩემი დღეები ქრიან პეპლებივით
ლურჯი საღამოა, მოდის დაღონება
და გრძნობის კოცონზე ჩუმად ვიფერფლები

რა მწარეა ასე დროის გაგრძელება
ეს თეთრი ცრემლები და გლოვა ჩემია
რა ვქნა, მე ცხოვრება ისევ მეძნელება
და წითელ ყვავილებს ტყვია მირჩევნია

სამარისკენ მივალ მკვდარი სურვილებით
ო, ჩემი საშველი ალბათ არ იქნება
თვალები ქრებიან, მე ნელა ვილევი
და ჩემი იღბალი იწვევს დაფიქრებას

და გაფრინდა ლოცვა ციდან მონაბერი
დაო, მოვიქანცე მე ღამის თენებით
ახლა ქვეყანაზე არ მსურს არაფერი
არ მსურს არაფერი, გარდა მოსვენების

მე ჩემი იმედი სადღაც შორს მგონია
და სიჩუმე ისევ სასაფლაოზეა
გული - სამარეა, გრძნობა - კოცონია
ტანი - სიმძიმეა, სული - ქაოსია

Ennui - Letras

top 30 músicas

©2003 - 2024 - musicas.mus.br